ეკა ბესელია საგანგებო განცხადებას 22 თებერვალს გააკეთებს
ამის შესახებ მან განაცხადა პარლამენტის შენობაში, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ.
საქართველოს პარლამენტმა 21 თებერვალს მხარი არ დაუჭირა 9 დეპუტატის მიერ წარდგენილი ცვლილებების კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.