ქალისათვის ბედნიერება ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. თუ კაცისათვის ბედნიერება არჩევანია და თუ მას ეგრეთ წოდებულ „არაბედნიერად ყოფნაში“ მაინც შეუძლია, თავი კომფორტულად იგრძნოს (ბოჰემა, არამყარი ურთიერთობები, მარტოობა, შემოქმედებითი წიაღსვლები...), ქალს სწორედაც რომ უნდა და ნატრობს, იყოს ბედნიერი.