Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოსკოვი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომებით გამოეხმაუროს ევროკავშირის ახალ სანქციებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას მხარი დაეჭირათ რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებისთვის. სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვი "უფლებას იტოვებს მიიღოს საპასუხო ზომები, ამ არამეგობრულ ნაბიჯთან დაკავშირებით". ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სანქციების შემოღებას რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი მაღალჩინოსნის და კიდევ იმ ორი მამაკაცის მიმართ, რომლებიც ბრიტანეთში ეჭვიმიტანილი არიან ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის ნერვული ნივთიერებით მოწამვლაში. მინისტრებმა 21 იანვარს ბრიუსელში დაუჭირეს მხარი ქონების გაყინვას და ვიზის გაცემის აკრძალვას რუსეთის ოთხ და სირიის ხუთ მოქალაქეზე, ისევე, როგორც სირიის ერთ უწყებაზე, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ქიმიური იარაღით თავდასხმებში იყო ჩართული. სანქციები დაწესდა სირიის მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ომში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების, და 2018 წლის მარტში ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის ყოფილი აგენტის, სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის გამო. სანქციები შეეხო რუსეთის სამხედრო დაზვერვის, იგივე "გრუს" ხელმძღვანელ იგორ კოსტიკოვს, მის მოადგილეს, ვლადიმირ ალექსეევს და გრუს ორ სავარაუდო აგენტს, რომლებიც ბრიტანეთში ეჭვმიტანილები არიან მოწამვლის განხორციელებაში. ეს ორი ეჭვმიტანილი ბრიტანეთში ჩავიდა პასპორტებით, რომლებიც გაცემული იყო "ალექსანდრ პეტროვის" და "რუსლან ბოშიროვის" სახელებზე, მაგრამ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანიზაციამ, Bellingcat-მა, მათში ამოიცნო ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, ამასთან, ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია ამ ორი პირის გრუსთან კავშირების შესახებ. ორივე მამაკაცი უარყოფს გრუსთვის მუშაობას და სკრიპალის მოწამვლაში მონაწილეობას, თუმცა აღიარებს, რომ იმ დროს სოლსბერიში იმყოფებოდა. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus