Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სულ მცირე ათი პირი ემსხვერპლა ყირიმთან გემებზე გაჩენილ ხანძარს

ყირიმთან ახლოს, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ ორ კომერციულ გემზე ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე ათი მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა - იუწყება რუსეთი. "მოხერხდა 14 ადამიანის გადარჩენა. ზღვიდან ამოტანილია ცხრა გვამი" - აცხადებს რუსეთის საზღვაო და მდინარის ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს პრესმდივანი 21 იანვარს. ამავე წყაროს ცნობით, ცეცხლი მაშინ გაცნდა, როცა საწვავს ერთი გემიდან მეორეში ტვირთავდნენ შავ ზღვაში, ქერჩის სრუტის სიახლოვეს. გავრცელებული ცნობებით, ორი გემის ეკიპაჟების წევრთა საერთო რაოდენობა 31 იყო და მოიცავდა მათ შორის თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეებს. მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა. ქერჩის სრუტე, რომელიც შავ ზღვას აკავშირებს აზოვის ზღვასთან, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის საგანს წარმოადგენს. ნოემბერში სრუტესთან ახლოს რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ დააკავეს უკრაინის სამი ხომალდი. მოსკოვი ამბობს, რომ უკრაინის ხომალდები უკანონოდ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ყირიმთან ახლოს, რასაც უკრაინა უარყოფს. რუსეთმა სამი თვით გაუგრძელა პატიმრობა ინციდენტისას დაკავებულ უკრაინის 24 მეზღვაურს, რომელთა გათავისუფლების მოწოდებით რუსეთს მიმართავენ ევროკავშირი, აშშ და სხვა ქვეყნები. ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება რუსეთმა უკრაინისგან 2014 წელს მოახდინა.








 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus