Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნავალნი: დერიპასკა იყო „ნასტია რიბკას“ სამართლებრივი დევნის ინიციატორი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ირწმუნება, რომ მულტიმილიარდერი მეწარმე ოლეგ დერიპასკა იყო ესკორტ-სააგენტოს თანამშრომლის, ანასტასია ვაშუკევიჩის სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატორი.


ვაშუკევიჩს, რომელიც ბელორუსიის მოქალაქეა და ცნობილია ფსევდონიმით ნასტია რიბკა, გამოქვეყნებული აქვს დერიპასკას იახტაზე გადაღებული ვიდეო და ფოტოები და გავრცელებული აქვს ინფორმაცია რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერთან, სერგეი პრიხოდკოსთან, დერიპასკას მოლაპარაკების შესახებ.


რიბკა და კიდევ რამდენიმე ადამიანი შარშან თებერვალში დააკავეს ტაილანდში, სადაც მან თითქმის ერთი წელი დაჰყო ციხეში. მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს, რასაც ტაილანდიდან დეპორტაცია მოჰყვა.მოსკოვში ჩასული ნასტია რიბკა დაკავებულ იქნა, მას წაუყენეს პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდება. მოსამართლე სამშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ნასტია რიბკა ბრალდებებს უარყოფს.


ნავალნიმ ორშაბათს გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც, მისი მტკიცებით, ადასტურებს დერიპასკას კავშირს რიბკას სისიხლისსამართლებრივ დევნასთან. ნავალნის თქმით, მის განკარგულებაში აღმოჩნდა ჩანაწერები, როგორ საუბრობენ დერიპასკა და მასთან დაახლოებული პირები ნასტია რიბკას ბედზე. ჩანაწერები ინტერნეტშია გამოქვეყნებული.


დერიპასკა და მისი წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან ნავალნის განცხადებას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus