რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან „საზღვრის“ დაკეტვა გადაწყვიტა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში „ღორის გრიპის“ გავრცელების გამო „სახელმწიფო საზღვარი“ დროებით დაიკეტება 11 იანვარს, 20 საათიდან.