ავღანეთში სამი თვით, 20 ივლისამდე გადაიდო საპრეზიდენტო არჩევნები. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, აბდულ ბადი საიადის განცხადებაზე დაყრდნობით.
საიადიმ 30 დეკემბერს თქვა ასევე, რომ ასევე 20 ივლისს გაიმართება ადგილობრივი არჩევნები და ღაზნის პროვინციაში გადადებული საპარლამენტო არჩევნები.
რამდენიმე ხნის წინ ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ განიხილებოდა კენჭისყრის გადადების შესაძლებლობა ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული და ტექნიკური პრობლემების გამო.
საარჩევნო კომისია ცდილობს, თავიდან აიცილოს ტექნიკური და ლოგისტიკური სირთულეები, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული 2018 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს.
კენჭისყრის საბოლოო შედეგები დღემდე არ გამოქვეყნებულა და მიმომხილველები შიშობდნენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაუჭირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების, გეგმისამებრ, აპრილისათვის ორგანიზება.