რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შობა და ახალი წელი მიულოცა „საზღვარგარეთის ქვეყნებისა“ და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. ადრესატებს შორის არ არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამაგიეროდ არიან საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ლიდერები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი.
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ტექსტის პირველი ნაწილი ეძღვნება ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნების ლიდერებისათვის მილოცვას და, ანბანური წესით, იწყება აფხაზეთით.
შემდეგი ნაწილი დათმობილი აქვს მსოფლიოს სხვა რეგიონებში მდებარე ქვეყნებს, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს. პუტინი ულოცავს რამდენიმე ყოფილ ლიდერსაც, მათ შორის სილვიო ბერლუსკონის, გერჰარდ შრიოდერს, უმცროს ჯორჯ ბუშსა და რობერტ ქოჩარიანს.