ატოცში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა და მთარგმნელმა მიხეილ ანთაძემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საინფორმაციო ომის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გამართეს ატოცელებისა და მოხალისეებისათვის. ატოცი დეოკუპაციისა და რუსეთთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა 2018 წლის მიწურულს.
ოლეგ პანფილოვის წიგნი „რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი - 2008“ პირველად 2011 წელს გამოიცა რუსულ ენაზე. ქართული თარგმანი კი „სულაკაურის გამომცემლობამ" გამოაქვეყნა. წიგნში მოთხრობილია აგვისტოს ომის დროს რუსული პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო აქტივისტების ბრძოლის არაერთი და ფართო აუდიტორიისათვის უცნობი დეტალი.
ეს ავტორის 48-ე წიგნია, რომელთა უმრავლესობა ევროპაში - შვედეთში, უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთსა და სხვა ქვეყნებშია გამოცემული.