ჩრდილოეთმა კორეამ აშშ გააფრთხილა, რომ მისი მხრიდან სანქციების გამოყენებამ, შესძლოა, "სამუდამოდ დაბლოკოს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებისკენ მიმავალი გზა". 16 დეკემბერს გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ფხენიანმა აშშ-ის წარმომადგენლებს ბრალი დასდო "ფარული მოტივების" ქონაში, სანქციების ახალი ტალღის გამო და თქვა, რომ ვაშინგტონი გეგმავს ორი მხარის ურთიერთობა "შარშანდელ სტატუსს" დაუბრუნოს. ფხენიანის განცხადებით, აშშ-მა ორმხრივი ურთიერთობის წარსული გამოცდილებიდან უნდა გაიაზროს, რომ "სანქციები და ზეწოლა არ იმუშავებს". მიმდინარე წელს სინგაპურში გამართულ, ისტორიული მნიშვნელობის სამიტზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ბუნდოვანი ფორმულირებით შედგენილ დეკლარაციას ბირთვული ირაღისგან გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ ამას რეალური პროგრესი თითქმის არ მოჰყოლია.