უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, 1 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე 100-მდე მამაკაცი.
წინა დღეს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის 30-დღიან პერიოდში 16-დან 60-წლამდე ასაკის რუს კაცებს არ ექნებათ უკრაინაში ჩასვლის უფლება. უკრაინის პარლამენტმა ამ კვირაში მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.
მიზეზია კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის გამწვავება მას შემდეგ, რაც რუსეთის სანაპირო დაცვამ 25 ნოემბერს ცეცხლი გაუხსნა უკრაინის სამ სამხედრო ხომალდს და სამივე დააკავა მათზე მყოფ 24 მეზღვაურთან ერთად. ინციდენტი მოხდა ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომელიც უკანონოდ აქვს ანექსირებული რუსეთს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურისი პრესმდივანმა ანდრეი დემჩენკომ უკრაინის ტელევიზიას 1 დეკემბერს უთხრა, რომ დიდმა უმრავლესობამ პირებისა, ვისაც უარი ეთქვა უკრაინაში შესვლაზე, ვერ ახსნა ქვეყანაში ჩასვლის მიზეზი. პოროშენკოს განმარტებით, რუსეთის მოქალაქე კაცებისათვის უკრაინაში შეშვებაზე უარით სურთ, თავიდან აიცილონ ქვეყანაში რუსეთის გასაიდუმლოებული სამხედრო შენაერთების შეღწევა.