გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებზე მიმდინარეობს ზეწოლა, ისინი კვლავ უბრუნდებიან საგანგებო რეჟიმს და მოუწოდებენ მომხრეებს ყველა მსგავსი ინცინდენტის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე.
გიორგი ვაშაძე მიმართავს „ქართულ ოცნებას“ „დააოკოს“ თავისი ზონდერ-ბრიგადები და ნუ დაავიწყდება, რომ მას, როგორც ხელისუფლებაში მყოფ ძალას, ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულებები გააჩნია.
„დაფიქრდით და ისე გაეცით ხვალ პასუხი 800 000 ადამიანის მოთხოვნებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და მომხრეებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მოსვლისაკენ მოუწოდა.