Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პროკურატურა არასამთავრობოთა ხელმძღვანელების გამოკითხვას სასამართლოში გეგმავს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე მყოფმა პირებმა, კერძოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა უარი განაცხადეს დაესახელებინათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომელი, რომლისგანაც ინფორმაცია მიიღეს.


„გამოძიების ინტერესების საზიანოდ, ეკა გიგაურმა უარი განაცხადა ინფორმაციის წყაროს მოწოდებაზე და მიზეზად ამ პირის უსაფრთხოება დაასახელა. ამასთან დაკავშირებით მას განემარტა, რომ საგამოძიებო ორგანო მზადაა ამ პირის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოიყენოს  სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიებები. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ეკა გიგაურმა კვლავ უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. მან ასევე უარი განაცხადა გამოძიებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ ნახსენები თათბირის გამართვის ადგილმდებარეობის და მასში მონაწილე პირების, ასევე ვიდეოკამერების განთავსების ადგილის თაობაზე,“-აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც ანალოგიურად მოიქცა  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი  დირექტორი  ირმა პავლიაშვილი, რომელიც ასევე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მიწოდებით.


პროკურატურის განცხადების თანახმად,  საგამოძიებო ორგანო აპირებს შუამდგომლობით მიმართოს  სასამართლოს, რათა მოწმეები  მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხონ.


არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება  არასამთავრობო ორგანიზაციებმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 20 ნოემბერს მოითხოვეს. მათი ინფორმაციით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება   გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე,სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus