Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის სამი მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს

თბილისიდან მოსკოვში გააბრუნეს რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ რუსული კინოს ფესტივალში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ „2018 წლის 21 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რეისით, მოსკოვი-თბილისი ჩამოფრინდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. რეისის 3 მგზავრს უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე. სამივე მოქალაქე უკან იმავე რეისით გააბრუნეს.“ 


ფესტივალი „პაემანი-კინორომანი“ თბილისში 21-23 ნოემბერს გაიმართება და ნაწილია ფესტივალისა „პაემანი რუსეთთან“, რომლის მიზნად გამოცხადებულია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში. ფესტივალიის საინფორმაციო პარტნიორია რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკი.“ ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერია ვლადიმირ პიროჟოკი. მონაწილეთა შორის დასახელებულნი არიან ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე და კინომსახიობი ელგუჯა ბურდული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus