Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ამნესტი ინტერნეიშნლმა“ თავისი უმაღლესი ჯილდო ჩამოართვა აუნ სან სუ ჩის

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლმა“ თავისი უმაღლესი ჯილდო, „სინდისის ელჩობა“ ჩამოართვა ბირმის სახელმწიფო მრჩეველს, ყოფილ პოლიტპატიმარ აუნ სან სუ ჩის. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. როგორც „ამნესტის“ დირექტორი კუმი ნაიდუ აღნიშნავს, აუნ სან სუ ჩიმ „არ გამოიყენა თავისი პოლიტიკური და მორალური ავტორიტეტი“ მუსლიმი როჰინჯების გენოციდის შესაჩერებლად. ეთნიკურ წმენდას ახორციელებდა ბირმის არმია, რომელიც არ ექვემდებარება ქვეყნის სამოქალაქო მთავრობა. მაგრამ „ამნესტის“ შეფასებით, ანუ სან სუ ჩის ადმინისტრაცია სიძულვილს აღვივებდა როჰინჯების მიმართ, უარყოფდა, რომ მათ კლავენ და ხელს უშლიდა საერთაშორისო გამოძიებას. აუნ სან სუ ჩის, რომელმაც 15 წელი დაჰყო შინაპატიმრობაში პოლიტიკური საქმიანობისთვის, 2009 წელს მიენიჭა „ამნესტის“ უმაღლესი ჯილდო. ის არის ნობელისა და რამდენიმე სხვა პრემიის ლაურეატიც. შინაპატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ყოფილ დისიდენტს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ბირმის მთავრობაში, ხოლო 2016 წელს გახდა სახელმწიფო მრჩეველი, რაც პრემიერ-მინისტრობის მსგავსი თანამდებობაა. უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს ბოლო წლებში არაერთხელ გაუკრიტიკებიათ აუნ სან სუ ჩის უმოქმედობა როჰინჯების დევნის, მკვლელობებისა და ბირმაში დაკავებული ტერიტორიებიდან განდევნის მიუხედავად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus