საპრეზიდენტო არჩევნებში მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქიდან ხმა მისცა 36 173 ამომრჩეველმა, რაც ოლქის საერთო ამომრჩევლების 36, 47 პროცენტს შეადგენს. მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 99 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 22-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის კობა ასანიძის თქმით, ოთხმოცდაათივე უბანი დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა. მან დასძინა, რომ საოლქო კომისიაში სულ 29 საჩივარი შევიდა, ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე საარჩევნო უბნებში. ასევე - უბნების გარეთ აგიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.