„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ამ ახლად გამოჩეკილ ასლან აბაშიძეს, ყაჩაღს და ბანდიტს გააყალბოს არჩევნები ქართველი ერის მოღალატის სასარგებლოდ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. მან დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“ „ვაჟკაცური ნაბიჯისთვის“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს.
ფეისბუკით გავრცელებულ მიმართვაში სააკაშვილმა პოლიციას და ჯარს მოუწოდა, არ გამოაყენებინონ თავი „ჭორვილელ ბანდიტს“ - ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „ძალა ერთობაშია“ არის მობილიზებულები, ოპოზიცია აერთიანებს თავის ძალებს და ის აუცილებლად დაიცავს ქართველი ერის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგებს.