ცესკო-ს ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38,16%. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების დროს, 17 საათისთვის აქტივობა იყო 39,1 %.
2018 წლის 28 ოქტომბერის 17 საათისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში - 28.7%. ცესკოს მონაცემებითვე, 15 საათისთვის აქტივობა იყო 30,98%, ხოლო 12 საათის მდგომარეობით 15,95%.