ნიუ-იორკში, ბილ და ჰილარი კლინტონების საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირმა ვაშინგტონში, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას საცხოვრებელ მისამართზეც გააგზავნა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც კლინტონების ფოსტას და ამანათებს ამოწმებს. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. „ყველა ამანათს და წერილს სტანდარტული შემოწმება უტარდება. ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის შემდეგ […]