რუსთავში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. რუსთავში, საავადმყოფოსთან იმყოფებიან დაშავებულთა ოჯახის წევრები. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მივიდა ქვემო ქართლის გუბერნატორიც.