საუდის არაბეთმა დღეს დილას აღიარა დაკარგული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა. სახელმწიფო მედიის თანახმად, ხაშოგის სიკვდილი მოჰყვა დაპირისპირებას, რომლის დროსაც „მუშტებიც“ გამოიყენეს. საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიას და საინფორმაციო სააგენტოს მოჰყავთ ოფიციალური პირების განცხადება, რომლის თანახმად „სამეფო ღრმა სინანულს გამოთქვამს“ ხაშოგის სიკვდილის გამო. დისიდენტი ჟურნალისტი ხაშოგი გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ სვეტის ავტორი იყო. ის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა. მას ქორწილისათვის დოკუმენტები ჭირდებოდა.