წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე ბევრი ფეშენებელური და კარგად გარემონტებული კოტეჯია, სადაც, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნები ცხოვრობდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროსვე აშენდა წყნეთში 6 ახალი კოტეჯი. ამასთან, დაწყებულია პრემიერ-მინისტრის აგარაკის მშენებლობაც, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეჩერებულია. ტერიტორიის ზედამხედველების თქმით მათ 2013 წლიდან სახელმწიფოსგან აგარაკების გაქირავების ნებართვა მიიღეს. ყველაზე იაფფასიანი კოტეჯის ქირაობა თვეში 2500 ლარი ღირს, ყველაზე ძვირადღირებული […]