პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე შსს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე 20 ოქტომბერს დაგეგმილი „მარიხუანას ფესტივალი“ კიდევ ერთხელ დააანონსა. ჯაფარიძემ საზოგადეობას მოუწოდა შსს-ს განცხადების მიუხედავად მოვიდნენ „გირჩის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე. „მინდა ვუპასუხო შსს-ს, მე ვარ ზურაბ ჯაფარიძე, ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, კენჭს ვიყრი 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. მე პირადად მაქვს ჩადენილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, 2016 […]