რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდისგადაწყვეტილებამ აიძულა მოსკოვის საპატრიარქო, გაწყვიტოს კავშირი მსოფლიოს პატრიარქ ბართლომესთან. ბართლომე, რომელიც სტამბოლშია დაფუძნებული, მიიჩნევა მსოფლიოს ორთოდოქსი ქრისტიანების სულიერ მეთაურად. რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტმა, ილარიონ ალფეიევმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ტელეარხ „როსია 24-ის“ ეთერში, 13 ოქტომბერს. მისი გამოსვლა გადაიცა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც სინოდმა, რომელსაც ბართლომე თავმჯდომარეობს, გადაწყვიტა, რომ უკრაინის ეკლესია შეიძლება იყოს ავტოკეფალური, ანუ დამოუკიდებელი. ილარიონის თქმით, ბართლომემ აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილების ლიდერები, რითაც დააკანონა განხეთქილება, რომელიც საუკუნის მეოთხედზე მეტია არსებობს. ამან შეუძლებელი გახადა ჩვენთვის კავშირში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, თქვა ილარიონამ. ილარიონის განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს, გვიან ღამით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თაობაზე. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 12 ოქტომბერს აღნიშნა, რომ რუსეთი „შეშფოთებულია“ კონსტანტინოპოლის ეკლესიის გადაწყვეტილებით მიანიჭოს ავტოკეფალია უკრაინის ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ კრემლი არ აპირებს ჩაერიოს „ეკლესიათაშორის დიალოგში“, - დასძინა მან. მოსკოვის საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უწოდა განხეთქილების ლეგალიზაცია და კატასტროფა, რომელმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს.