Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მთავრობაში აბსურდს უწოდებენ "ომეგას" დამფუძნებლის ბრალდებას კორუფციის შესახებ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელს ესაუბრება ავტომანქანების შეძენაზე და ახსენებს ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრებს, ნოდარ ხადურს და დიმიტრი ქუმსიშვილს. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. მანამდე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრები მოითხოვდნენ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენას და ლიმიტი 200-300 ათასი დოლარი იყო.


"ზოგიერთი ბიზნესმენის თუ ვითომ ბიზნესმენის აბსურდულ განცხადებებსა და ბრალდებებზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იციან როგორ უნდა წარმართონ სამართალწარმოების პროცესი, მე ამის სპეციალისტი არ ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას თავს გაართმევენ", - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობაში არ არსებობს არანაირი ელიტური კორუფცია და არანაირი ლიმიტები. ცქიტიშვილის თქმით, „ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებს პასუხს გასცემს პროკურატურაში დაწყებული გამოძიება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus