სერბიის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მეზობელ კოსოვოსთან არსებული მრავალწლიანი უთანხმოების გადაჭრის სანაცვლოდ სერბიამ ევროკავშირისაგან გაწევრიანების გარანტია უნდა მიიღოს. „თუ ჩვენ ოდესმე მივაღწიეთ შეთანხმება კოსოვოსთან, სერბიამ უნდა მიიღოს მკაფიო გარანტია, რომ იგი 2025 წელს აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი,“ - განუცხადა ვუჩიჩმა "როიტერსს". ევროკავშირის თანახმად სერბიას და მის მეზობელ კოსოვოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება აუცილებელი პირობაა ორივე ქვეყნის ევროკავშირის წევრობისაკენ. სერბიამ კოსოვოზე კონტროლი 1999 წელს დაკარგა ნატოს მიერ წამოწყებული საავიაციო კამპანიის შემედეგ, რაც მიზნად ისახავდა სერბიის არმიის წინსვლისა და ალბანელების ხოცვის შეჩერებას. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რაც აღიარა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, მაგრამ არა - სერბიამ.