ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის სამხედრო თვითმფრინავები ჩაებნენ ნატოს ფარგლებში მიმდინარე პირობით სწავლებაში, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ ევროპის საჰაერო სივრცეში შემოჭრილი სავარაუდო რუსული თვითმფრინავებისათვის გზის გადაჭრის იმიტირებას. 12 სექტემბერს დაწყებული ნატოს წვრთნა პასუხია რუსეთში მიმიდინარე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრებისა, რომელშიც 300 ათასი ჯარისკაცი, რამდენიმე ათასი ერთეული მძიმე ტექნიკა, არტილერია, სამხედრო თვითმფრინავი და საზღვაო ხომალდი მონაწილეობს. ნატოს წვრთნის დროს მოკავშირე ქვეყნების მფრინავებმა მოახდინეს ბელგიის სატრანსპორტო თვითმფრინავისათვის გზის გადაჭრის სიმულირება ესპანეთის თავზე. ამ სამხედრო მანევრების ფონია რუსეთსა და ნატოს შორის არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარება. ნატო და მისი მოკავშირეები მოსკოვს ადანაშაულებენ სირიის რეჟიმისა და უკრაინელი სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერის, ასევე აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების საარჩევნო პროცესებში სავარაუდო ჩარევისთვის.