აშშ-ის სამხედროებმა სირიის სამხრეთ ნაწილში მოულოდნელი წვრთნა წამოიწყეს, როგორც სი-ენ-ენი იუწყება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო. სამაუწყებლო კომპანიის თანხმად, რომელიც ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს იმოწმებს, მანევრები წარმოადგენს პირდაპირ პასუხს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე, რომელშიც რუსულმა მხარემ აშშ-ი გააფრთხილა სირიის იმ რაიონებზე სარაკეტო დარტყმების შესახებ, სადაც შეიძლება იყვნენ ამერიკელი სამხედროები. წვრთნის მიზანია მოსკოვს ვაჩვენოთ აშშ-ის შესაძლებლობები სირიაში, განაცხადა კაპიტანმა უილიამ ურბანმა, კოალიციის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა. ამერიკელი სამხედროების წვრთნა მიმდინარეობს ჰომსის პროვინციაში, ეტ-ტანფის მახლობლად, სადაც ამერიკელების სამხედრო ბაზა მდებარეობს. მანევრებში ქვეითი ნაწილების გარდა მონაწილეობენ ასევე დამრტყმელი შვეულმფრენები. პენტაგონის განსკუთრებული შეშფოთება გამოიწვია რუსეთის გუშინდელმა განცხადებამ ამერიკელების სავარაუდო განლაგების ადგილებში ფრთოსანი სარაკეტო იერიშების შესახებ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ამ ტერიტორიაზე იმყოფებიან შეიარაღებული ისლამისტები.