ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკულ სავაჭრო კომპანიას, Walmart-ს მიმართეს, უარი თქვას საბჭოთა კავშირის სიმბოლოებიანი ტანსაცმლის გაყიდვაზე. ლიეტუვის ელჩმა აშშ-ში, როლანდას კრიშუნასმა კომპანიას გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის სიმბოლოების - ნამგლის და უროს ქვეშ ხდებოდა საშინელი დანაშაული და საბჭოთა ოკუპაცია, რომლის დროსაც ასობით ათასი ლიტველი მოკლეს, აწამეს და გააძევეს. დიპლომატმა საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი მაისურების გაყიდვა საბჭოთა პროპაგანდად შეაფასა. ელჩი არ ფიქრობს, რომ Walmart-მა განზრახ გადაწყვიტა ბალტიისპირელების გრძნობების შეურაცხყოფა, თუმცა, მიიჩნევს, რომ კომპანიამ ამ პროდუქციის გაყიდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს. ინტერნეტგამოცემის, Baltnews-ის ინფორმაციით, ამერიკულ კომპანიას მიმართეს ევროპარლამენტის წევრმა ლატვიიდან სანდრა კალიენტემ და ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა, ურმას რეინსალუმაც.
მაისში, ლიეტუვამ პროტესტი გამოუცხადა სპორტული ტანსცმლის მწარმოებელ ცნობილ გერმანულ კომპანიას Adidas-საც, რომელმაც რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე გამოუშვა მაისურები წარწერით: СССР.