31 აგვისტოს ქალაქ დონეცკში მდებარე კაფე "სეპარში", რომელიც სეპარატისტებს მიაგებს პატივს, აფეთქებისას დაიღუპა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო. ინციდენტის შემდეგ სასწრაფო შეხვედრა გამართა სეპარასიტთა ხელმძღვანელობამ, აფეთქებას მწვავედ გამოეხმაურნენ სეპარასიტთა მხარდამჭერები მოსკოვში. სააგენტო ტასი იუწყება, რომ აფეთქების შედეგად ასევე დაიღუპა ზახარჩენკოს მცველი, დაიჭრა ათობით ადამიანი. იუწყებიან, რომ დაჭრილებს შორის არის კიდევ ერთი სეპარატისტი, ალექსანდრ ტიმოფეევი. "გადამოწმებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ესენია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო და მისი მცველი. თორმეტი ადამიანი დაჭრილია სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით" - განაცხადა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრ ოპრიშჩენკომ 1 სექტემბერს. ზახარჩენკოს სიკვდილი ბოლო შემთხვევაა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარასიტი ლიდერების და მებრძოლების მკვლელობების ციკლში. მსგავს ინციდენტებში ხშირად სხვა მეამბოხეებს ადანაშაულებენ ხოლმე. 2014 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარასიტებს შორის ომს ემსხვერპლა 10300-ზე მეტი ადამიანი.