სირიამ აღიარა, რომ ემზადება მასშტაბური იერიშისთვის იდლიბის პროვინციაში გამაგრებული მეამბოხე მებრძოლების წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა მისი მოკავშირე, რუსეთი ხმელთაშუა ზღვაში გეგმავს მასშტაბური საზღვაო წვრთნების ჩატარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ლაპარაკის შემდეგ, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მუალემმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის არმია "მაქსიმალურად შეუტევს" იდლიბს და მისი "მთავარი სამიზნე" იქნება ალ-ნუსრას ფრონტი, რომელსაც, მისი თქმით, ალ-ყაიდასთან აქვს კავშირი. ამ განცხადებების ფონია მზარდი შეშფოთება გაეროს და დასავლეთის მხრიდან, რომ ამ მჭიდროდ დასახლებულ პროვინციაში მასშტაბური ოპერაციით მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება საფრთხე.