უპატრონო ძაღლების რაოდენობა და მათ მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები კახეთში ყოველწლიურად მატულობს. უპატრონო ცხოველებს ვხვდებით ყველგან - ბაზარში, სადარბაზოებთან, კვების ობიექტებთან და იმ შენობების კიბეებზეც კი, სადაც, წესით, მათი პრობლემის მოგვარებაზე უნდა ზრუნავდნენ.