რუსი ჰაკერები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ მოეხელთებინათ ყველაზე მაღალი რანგის მართლმადიდებელი სასულიერო პირების ელექტრონული წერილები. ამის შესახებ იუწყება „ასოშიეტედ პრესი“ ელექტრონული ფოსტის ხუთი ათასამდე მისამართზე დაყრდნობით, რომელიც მტკიცებულების სახით სააგენტოს მიაწოდა კომპანია Secureworks. რუსი ჰაკერების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს, გავრცელებული ინფორმაციით, წარმოადგენდა მსოფლიოს პატრიარქი ბართლომე, რომელიც მიჩნეულია როგორც ყველაზე მთავარი მართლმადიდებელ მღვდელთმთავრებს შორის. სწორედ ბართლომე განიხილავს სტამბულში უკრაინის ხელისუფლების თხოვნას, რათა ნება დართოს უკრაინის ეკლესიას გამოვიდეს მოსკოვის საპატრიარქოს გავლენიდან. მსოფლიო პატრიარქისადმი უკრაინის ხელისუფლების მიმართვას მოსკოვის საპატრიარქოში უწოდეს საეკლესიო საქმეებში ჩარევა. თავად პატრიარქი ბართლომე არ სარგებლოს ელექტრონული ფოსტით, მაგრამ კავშირის ამ საშუალებით აქტიურად სარგებლობენ მისი თანაშემწეები, რომელთა სააღრიცხვო ჩანაწერები დაექვემდებარა ჰაკერების თავდასხმას. ყველა მათგანს აინტერსებდა სწორედ მიმოწერა უკრაინის განაცხადზე.