რუსეთის ოპოზიციის აქტივისტი სერგეი უდალცოვი კვლავ გადაიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა ორკვირიანი შიმშილობის შემდეგ. როგორც უდალცოვის მეუღლემ ანასტასიამ უთხრა ჟურნალისტებს, უდალცოვს აგვისტოს დასაწყისში 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის ლიდერის პორტრეტის დაწვისათვის საპროტესტო აქციაზე, რომელიც მთავრობის მიერ ჩაფიქრებული არაპოპულარული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაიმართა. მანამდე უდალცოვი 19 აგვისტოს მოხვდა საავადმყოფოში ხუთდღიანი შიმშილობის შემდეგ.