მოლეიან, რომ შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულებები და ირანის როლი სირიის კონფლიქტში იქნება იმ შეხვედრის ძირითადი საკითხები, რომელიც მომავალ კვირაში, ჟენევაში გაიმართება ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ, ჯონ ბოლტონსა და მის რუს კოლეგა, ნიკოლაი პატრუშევს შორის. ეს იქნება ამ დონის მაღალჩინოსნების შეხვედრა მას შემდეგ, რაც ივლისში ჰელსინკიში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სამიტი. ამ შეხვედრის შემდეგ დონლად ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა იმის გამო, რომ მას არ გაუმხელია, თუ რაზე ილაპარაკეს და რა გადაწყვიტეს პირისპირ შეხვედრის დროს. თუმცა, თეთრი სახლის ანონიმურ წყაროებზე დაყრნობით ახალი ამბების სააგენტო როიტერსისათვის ცნობილი გახდა, რომ პუტინ-ტრამპის მოლაპარაკება ძირითადად შეეხებოდა ირანის როლს სირიის კონფლიქტში და ქვეყანაში შექმნილი ჰუმანიტარულ ვითარებას. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი და პუტინი ძირითადში შეთანხმდნენ, რომ ირანის სამხედრო ძალამ უნდა დატოვოს სირიის ტერიტორია, რასაც ისრაელი ითხოვს. რუსეთმა ახლახან განაცხადა, რომ მიღწეულია ისრაელთან შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ირანელი მებრძოლების უკან დახევას ისრაელ-სირიის საზღვრიდან სულ მცირე 85 კილომეტრის დაშორებით.