საქართველოს მთავრობამ სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 000 ლარი გამოყო. ეს მუნიციპალიტეტებია დუშეთი, ცაგერი, ლენტეხი, მცხეთა, ლანჩხუთი და თიანეთი. ამასთან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის განმარტებით, დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის თითო -თითო მილიონი ლარია გათვალისწინებული, 800 000 ლარს მიიღებს მცხეთა, 600 000-ს ლანჩხუთი, ხოლო თიანეთი 400 000.
სოზარ სუბარის თანახმად, ჯერ არ არის დაჯამებული სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა მარტვილში, სენაკში და ჭუბერში.
“პირველადი დიდი სამუშაოები ყველგან გაკეთებულია- მდინარის კალაპოტში მოქცევა, დროებითი ხიდები- მაგრამ გრძელდება დათვლა თუ რა შეიძლება დაუჯდეს ბიუჯეტს ზარალის ანაზღაურება“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.