საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა ოთხ აგვისტოს სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს, ზღვისპირა სოფელ გრიგოლეთთან. 33 წლის ქალი მაშველებმა ზღვიდან სკუტერით გამოიყვანეს, უთხრეს რადიო თავისუფლებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე თქმით, სომხეთის მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა ადგილზე აღმოუჩინეს. სომხეთის მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.