Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. […]