სომხეთის სპეციალურმა საგამოძებო ორგანომ კონსტიტუციური წყობის დამხობაში ბრალი წაუყენა კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, გენერალ-პოლკოვნიკ იური ხაჩატუროვს, რომელიც 2008-2016 წლებში სომხეთის გენერალური შტაბის უფროსი იყო. საქართველოში დაბადებულ 66 წლის ხაჩატუროვს, 2017 წელს რუსეთის მიერ შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გენერალური-მდივნის თანამდებობა ეკავა. გამოძიების თანახმად, ხაჩატუროვი ფიგურანტია იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა, რომელიც 2008 წლის არჩევნების შემდგომ დაწყებული გამოსვლების ჩახშობის და რესპრესიების დანაშაულს სწავლობს. გამოძიება ხაჩატუროვისათვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ამავე საქმეზე გამომძიებლებმა მანამდე ბრალი წაუყენეს ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანსაც.