საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვას ხელთ ჩაუვარდა უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის ჯგუფის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია. მათ შორის ეუთოს სამხედრო სადამკვირვებლო მისიის ასობით წევრის პერსონალური ინფორმაცია. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) ინფორმაციით, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება სავარაუდოდ მოახდინა მონიტორინგის ჯგუფში ჩანერგილმა ჯაშუშმა. 16 ივლისს ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, საიდუმლო ინფორმაციას უნდა ფლობდეს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური. „ეუთოს მისია შეშფოთებულია შიდა უსაფრთხოებისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანით და დადგენილი პროცედურების დაცვით ზედმიწევნით შეისწავლის ამ განცხადებას“, - ნათქვამია უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტირინგის მისიის (OSCE SMM ) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.