საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სახელით, შეერთებულ შტატებს და ყველა ამერიკელს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, რომელიც 4 ივლისს აღნიშნება. „ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი. ჩვენი ქვეყნების მეგობრობა დაფუძნებულია უნივერსალურ ღირებულებებზე, როგორებიცაა - თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება. დამოუკიდებლობა გახლავთ ის ღირებულება, რომლისთვისაც ძალიან ბევრჯერ მოუწია ქართველ ხალხს ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი ფასი. მინდა, კიდევ ერთხელ, გულითადად მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ყველა გულშემატკივარს ეს უმნიშვნელოვანესი დღე“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე.