ორმა ამერიკელმა კანონმდობელმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა მოწოდებით, განიხილონ რუსი მილიარდერის, ვლადიმერ ევტუშენკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და გამოკვლევა, იყო თუ არა ის ჩართული კორუფციაში. რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივ მნუჩინს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაიკ პომპეოს 16 მაისს მიმართეს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ 21 ივნისს გახდა საჯარო. ამ წერილის ავტორების ცნობით ევტუშენკოვის კომპანია „სისტემა“ აშენებს სამედიცინო დაწესებულებებს რუსეთს მიერ ოკუპირებულ ყირიმში. ევტუშენკოვის კომპანიას ეკუთვნის MTS, რუსეთის ყველაზე მსხვილი მობილური ოპერატორი.