ერთ „შოთაძეს“ მეორე „შოთაძე“ ჩაანაცვლებს - ისევ დარეკავენ „ზემოდან“, მთავრობის ჩრდილოვანი თუ ხილული შრეებიდან - და უბრალო ადამიანს ისევ არ ექნება სამართლის პოვნის შანსი, თუ არ გაუმართლებს და თავზე დამტყდარი უბედურებით მისი გზა „ძლიერებთან“ გადაიკვეთება.