ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე მზადაა მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდეს. ეს გადაწყვეტილება მან ირაკლი შოთაძის ბრიფინგის შემდეგ მიიღო. მანამდე ზაზა სარალიძე უარს აცხადებდა საგამოძიებო ორგანოს ამ წინადადებაზე.
სარალიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მას არ სურს პროკურატურის წარმომადგენლებთან დახურულ რეჟიმში შეხვედრა და ჟურნალისტების დასწრებასაც ითხოვს.