ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ტონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი გეგმავს კიდევ უფრო განამტკიცოს ეკონომიკური და სხვა სახის თანამშრომლობა სერბიასთან და დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც საბოლოო მიზნად კავშირში გაწევრიანება აქვთ დასახული. "მე მკაფიო მესიჯით ჩამოვედი: ევროკავშირი არის და სურს დარჩეს ყველაზე სანდო პარტნიორად სერბიისთვის და მთლიანად დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისთვის" - განაცხადა ტუსკმა 25 აპრილს, მას შემდეგ რაც სერბიის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან გამართა შეხვედრა ბელგრადში. "სერბიის მომავალს არ გადაწყვეტენ მოსკოვი, ვაშინგტონი, ან ანკარა თუ ბრიუსელი. ამას მხოლოდ ბელგრადი გადაწყვეტს" - დასძინა მან. სერბია ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, თუმცა, ამავე დროს, ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ტრადიციული ახლო კავშირები რუსეთთან - რომელიც ბელგრადს მხარს უჭერდა დასავლეთთან რამდენიმე კონფრონტაციის დროს. ტუსკის ვიზიტი ნაწილი იყო ერთკვირიანი ტურნესი, რომლის ფარგლებშიც ის დასავლეთ ბალკანეთში მოგზაურობდა და რომელიც წინ უძღვის 17 მაისს სოფიაში დანიშნულ სამიტს ევროკავშირსა და რეგიონის ლიდერებს შორის.