იარაღის შეძენასა და ტარებაზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა აშშ-ის სახვადასხვა ქალაქების ქუჩებში. ყველაზე დიდი აქცია გაიმართა ვაშინგტონში. საყოველთაო პროტესტის მიზეზად იქცა17 მოსწავლის დახოცვა ფლორიდის ქალაქ პარკლენდში. მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა 14 თებერვალს მოაწყო ამ სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, რომელმაც ნახევრადავტომატური იარაღიდან გახსნა ცეცხლი. აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ჯეფ შესენსმა განაცხადა, რომ აპირებს მიაღწიოს ზოგიერთი ნახევრადავტომატური იარაღის კვალიფიკაციის შეცვლას ავტომატურ იარაღად, რის შემდეგაც მათ მიყიდვა აიკრძალება კერძო პირებზე.