საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში ქართველმა წყალბურთელებმა ისრაელის ნაკრებს აჯობეს. პირველი თამაში თბილისში 24 თებერვალს გაიმართა, 12:1 დასრულდა და წყვილიდან გასულის ვინაობაც თითქმის გაირკვა. 3 მარტს კი ისრაელის ქალაქ ნეთანიაში საპასუხო შეხვედრაში რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა 11:10 მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ევროდებიუტი შედგა 2014 წელს და ქართველებმა ბოლო - მე-12 - ადგილი დაიკავეს, 2016 წელს კი 16 მონაწილე ნაკრებს შორის მე-14 ადგილზე გავიდნენ. 2018 წლის ევროპირველობას 14-28 ივლისს ბარსელონა უმასპინძლებს.