უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, რუსეთის პატრიარქი უკვე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქს ბულგარეთში გაუგზავნეს, ის კი მაშინვე ჩაერთო საქმეში. „დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ […]