კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეთანხმდნენ, რომ განამტკიცებენ მათ ქვეყნებს შორის სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობას სირიაში. პუტინის პრესსამსახურმა ეს განცხადება გაავრცელა მას მერე, რაც პრეზიდენტებმა 8 თებერვალს ტელეფონით ისაუბრეს. განცხადების თანახმად, თანამშრომლობის განმტკიცების მიზანია გაუმჯობესდეს იმ ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლის ხარისხი, რომლებიც საზავო რეჟიმს არღვევენ თურქეთის მეზობელ, იდლიბის პროვინციაში. 3 თებერვალს რუსი პილოტი დაიღუპა მას მერე, რაც იდლიბის პროვინციაში მეამბოხეების მიერ კონტროლირებული ტერიტორიის თავზე ჩამოაგდეს სუ-25 საბრძოლო თვითმფრინავი. რუსეთი და სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობა - რომლებსაც 2015 წლის სექტემბრიდან რუსეთი უმაგრებს ზურგს, საჰაერო და სხვა სახის სამხედრო ძალებით - ტერორისტებს უწოდებენ იმ ძალების უმრავლესობას, რომლებიც სირიაში მთავრობას ებრძვიან. კრემლის თქმით, პუტინმა და ერდოანმა განიხილეს სირიის თაობაზე "რუსეთის, თურქეთის და ირანის თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა".