დაახლოებით, დღის ხუთ საათზე ქვემო ქართლში ყველაზე დიდი ბაზრის, რუსთავის "სტამბოლის ბაზრის" ადმინისტრაციის შენობაში იპოვეს ბაზრის მეპატრონის, სოსო (სამსონ) ქუთათელაძის გვამი. ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგონიათ.